Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გაზიდისი:“ ახალი კონტრაქტი ზლატანს ? რატომაც არა…“

Photo LaPresse - Spada December 15 , 2019 Milan Italy Soccer A.C. Milan- Season 2019-2020 - Serie A Milan vs Sassuolo In the pic: boban scaroni gazidis maldini PUBLICATIONxINxGERxSUIxAUTxONLY Copyright: xSpada/LaPressex

მილანის გენერალურმა დირექტორმა Sky Sport-თან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

რა არის განსხვავება იყოთ გენერალური დირექტორი ინგლისში და იტალიაში ?

„მე ეს ქვეყანა და ქალაქი უზომოდ მიყვარს. ამ რთული პერიოდის განმავლობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მე იტალიელების რეალური ძალა დავინახე. მე თავს ისე ვგრძნობ, როგორც მილანელი. მე გუნდის წარმატებაზე ვოცნებობ როგორც ერთი ჩვეულებრივი გულშემატკივარი, ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია, თუმცა სწორ გზაზე ვართ.“

„რანგნიკი ? ჩემთვის სტეფანო პიოლი ყოველთვის წინა პლანზე იდგა და მან ეს იცოდა. მილანში გადაწყვეტილებებს სპორტული მიღწევებით იღებენ და სტეფანომ ამ მხრივ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

„პიოლი ძალიან ინტელიგენტი ადამიანია. სტეფანომ მილანში ყოფნის პირველივე წამიდან მიხვდა, თუ რას ნიშნავს იყო როსონერი. მან იცოდა, რომ გუნდი არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციაში იყო. მე ძალიან გამაოცა მისმა პროფესიონალიზმმა, რადგან მას ერთხელაც კი არ გამოუხატავს პრეტენზია და მთელი კონცენტრაცია თავის საქმეზე ჰქონდა გაკეთებული. მან ყველას დაანახა, რომ ასეთი დიდი გუნდის მართვა შეუძლია, მე ის ძალიან მიყვარს.

„მალდინი ? ჩვენ თავიდან კულტურული და ენობრივი ბარიერი გვქონდა, თუმცა ახლა ჩვენ ერთად ვითარდებით. ჩვენი ურთიერთობა ახლა უფრო სოლიდურია და ეს საქმეზეც აისახება. პაოლო გუნდს და მის დიდებულ ისტორიას წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ ის გუნდში ძალიან დიდი ხანი დარჩება. პიოლის, მალდინის, მასარას და იბრას შორის წარმოუდგენელი ერთობა სუფევს და ვფიქრობ, რომ ამის დანახვა ტელევიზორიდანაც შეიძლება.

„დონარუმას და ჩალჰანოღლუს კონტრაქტები ? ჩვენ გვსურს, რომ ისინი გუნდში დარჩნენ, ისინი მილანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა მხოლოდ ჩვენი სურვილი საკმარისი არ არის, ფეხბურთელებმა ასევე უნდა აჩვენონ, რომ მილანში დარჩენა სურთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ.

„ზლატანის კონტრაქტი ? ზლატანი ამ გუნდზე შეყვარებულია. ეს მისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა და სურს, რომ მილანი ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს. შეიძლება თუ არა, რომ იბრა გუნდში დარჩეს ? რატომაც არა.

„კორონა ვირუსის პერიოდის გავლენა მილანზე ? მილანისთვის ეს ძალიან რთული გადასატანია. გუნდს ისედაც რთული პერიოდი ჰქონდა, რასაც სტადიონებიდან შემოსული ფინანსებიც გამოაკლდა. ჩვენ მწირი რესურსები გვქონდა, თუმცა ხარჯები დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მაღალია. მარტივი არ ყოფილა, რომ მცირე ბიუჯეტით გუნდი გაგვეძლიერებინა, თუმცა ჩვენ ეს მოვახერხეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მილანი მწვერვალზე დავაბრუნოთ, ეს მარტივი არ იქნება, თუმცა დასაწყისი ძალიან კარგი გვაქვს.

„Elliott-ის ხედვები ? მათ სურთ, რომ მილანი კვალვ გლობალური ბრენდი გახდეს, რომელიც პროგრესულ, თანამედროვე ფეხბურთს ითამაშებს და რომელსაც ახალი, მსოფლიო დონის და ყველაზე ლამაზი სტადიონი ექნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდს ასეთი ძლიერი მფლობელები ჰყავს.

„ახალი სტადიონის პროექტი ? სტადიონი თანამედროვე სპორტის ხერხემალია. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ არა მხოლოდ ხვალინდელ დღეზე, არამედ 10,20 წელიწადის შემდეგ გუნდის კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ და ჩვენი სტადიონი სწორედ ამაზეა გათვლილი.

„იქნება თუ არა დერბი გადამწყვეტი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ? ჩვენ ჯერ თავგადასავალის დასაწყისში ვართ და არა ბოლოში. ჩვენი პროექტი გრძელვადიანია და ამ სეზონით არაფერი არ წყდება.”