Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გაზიდისი:“ გუნდს გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება“

მილანის გენერალურმა დირექტორმა გუნდის სატრასნფერო სტრატეგიაზე ისაუბრა.

„გუნდის წარმატება მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე არ არის დამოკიდებული, გუნდში გამოცდილი ფიგურების ყოფნა აუცილებელია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ჩვენ ძალიან მოგვწონს, რომ მილანის ახალგაზრდა ტალანტები კარგ და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ.

„მიუხედავად ამისა, ხასიათი და გამოცდილება გუნდიდს წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. შეხედეთ რომანიოლის და დონარუმას, მათი ასაკის მიუხედავად, ორივე გუნდის ლიდერი და უდიდესი გამოცდილების მქონე ფიგურაა. საბედნიეროდ მილანს ბევრი ლიდერი ჰყავს და ჩვენ ვიპოვეთ საჭირო ბალანსი, როდესაც ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელები იდეალურ სინქრონში არიან.“