Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გაზიდისი:“ დონარუმას გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, რაიოლა ?…“

მილანის გენერალურმა დირექტორმა ივან გაზიდისმა ჯიჯო დონარუმას და ახალი სტადიონის შესახებ ისაუბრა.

„დონარუმა ? დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, თუმცა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ყოველთვის ფეხბურთელი იღებს.

„ჯიჯო აბსოლუტური პროფესიონალი გახლავთ, მე მას და მის გადაწყვეტილებას დიდ პატივს ვცემ. მან ის გზა აირჩია, რომელიც მისი აზრით საკუთარ კარიერას წაადგებოდა და ამისთვის გარკვეული მიზეზები ჰქონდა.

„ჩვენ მინო რაიოლასთან პრობლემები არ გვაქვს. ჩვენ თითოეულ ფეხბურთელზე დამოუკიდებლად ვმსჯელობთ, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე.“

გაზიდისმა მილანის და ინტერის ახალი სტადიონის პროექტზეც ისაუბრა, რომელიც ნერაძურის ფინანსური სირთულეების გამო შეჩერებულია.

„თუ ჩვენ პრემიერ ლიგის გუნდებს შევხედავთ, ახალ, თანამედროვე სტადიონებს მათ ფინანსურ სტაბილურობაში უდიდესი როლი უჭირავთ.

„თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ აქ, მილანში ახალი სტადიონი ავაშენოთ, გავხადოთ ის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და საუკეთესო, ჩვენ ამით არა მხოლოდ მილანს და ინტერს, არამედ მთელს იტალიას დავეხმარებით.

„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი არა მხოლოდ მილანისთვის, არამედ მთელი იტალიური ფეხბურთის გამო.“

გათიშვა