Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გაზიდისი:“ იმედია სერია ა ძველ დიდებას დაიბრუნებს, ახალი სტადიონი ?…“

მილანის გენერალურმა დირექტორმა ივან გაზიდისმა იმედი გამოთქვა, რომ სერია ა ძველ სიმაღლეებს დაუბრუნდება და ახალი სტადიონის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„სერია ა არის ჩემპიონატი, რომლის დონეც საკმაოდ დიდი ხანია იკლებს, რადგან 90-იანებში ეს იყო ჩემპიონატი, სადაც მსოფლიოს ყველა ვარსკვლავი თამაშზე ოცნებობდა.

„ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ორგანიზაციის და კოორდინაციის ნაკლებობის გამო ხდება, რაც გუნდების ფინანსურ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

„ჩემი აზრით, ჩვენ ამ ყველაფრის მოგვარება ძალიან მარტივად შეგვიძლია, ამისთვის სერია ა-ში მეტი პროფესიონალიზმი გვჭირდება, რაც ნელ-ნელა ხდება კიდეც. უცხოელი ინვესტორები მოდიან და გუნდებს ყიდულობენ, რაც სერია ა-ს განვითარებისთვის ძალიან კარგი ამბავია.

„პროტესტი ახალი სტადიონის გამო ? ეს ყველას პირადი აზრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის დაბრკოლება, რომელიც აუცილებლად უნდა გადვლახოთ.

„ჩვენ ახალა პროექტის ახალ ფაზაზე ვართ, რომელიც სტადიონის და მისი შემოგარენის დეტალურად დაგეგმარებას და დახატვას მოიცავს. არქიტექტორები უშუალოდ მშენებლობისთვის ემზადებიან და ძალიან მალე ჩვენ მის განხორციელებას შევუდგებით.“