Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გაზიდისი მილანელოზე დაბრუნდა

3-თვიანი ლოდინის შემდეგ,მილანის დირექტორი ივან გაზიდისი მილანელოზე დაბრუნდა და გუნდის ვარჯიშს დაესწრო.

როსონერი იუვენტუსის წინააღმდეგ გასამართი კოპა იტალიას ნახევარფინალისთვის ემზადება და  ტურინში ხვალ გაემგზავრებიან.პირველი ტური ფრედ 1-1 დასრულდა.

გაზიდისი მილანის ვარჯიშებს 6 მარტის შემდეგ არ დასწრებია,რაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გასაგები იყო,თუმცა მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა და ხმებიც კი გავრცელდა,რომ ის მილანიდან გაათავისუფლეს.

ჭორები გაჩნდა ასევე პაოლო მალდინისთან დაკავშირებით,რომელიც ჯერ კიდევ არ ჩანს და გავრცელებული ინფორმაციით,რალფ რანგნიკის მოსვლის შემდეგ მალდინი თანამდებობას დატოვებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.