Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გაზიდისი:“ მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება“

მილანის გენერალურმა დირექტორმა გუნდის სამომავლო გეგმებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ ახლა პოზიტიური პრეიოდი გვიდგას, თუმცა სეზონი ახლახანს დაიწყო და წინასწარ კონკრეტულ მიზნებზე საუბარი ჯერჯერობით უადგილოა.

„გუნდს ძლიერი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელსაც პროექტის მიმართ დიდი რწმენა გააჩნია. ჩვენი სტრატეგია ნათელია: გავიფორმოთ მსოფლიოში გამორჩეული ტალანტები და მილანში განვითარების საშუალება მივცეთ.

„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ახლახანს დაიხურა და ჩვენ მალდინის და მისი გუნდის მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ. ახლა ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდზე ფიქრობს, ჩვენ ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ.

„სუპერ ლიგა ? ამ თემაზე ხმები უკვე 10 წელია ვრცელდება, თუმცა კონკრეტული არაფერი ხდება. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ფეხბურთის არსებული მოდელის განვითარებაში და ECA, UEFA, FIFA, Lega Seria A-სთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.“