Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გაზიდისი:“ მილანს უდიდესი პოტენციალი აქვს“

მილანის გენერალურმა დირექტორმა გუნდის სამომავლო გეგმებზე და მიზნებზე ისაუბრა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე სერია ა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი გახდება, მილანს კი ზრდის უდიდესი პოტენციალი აქვს.

„მე ამაში დარწმუნებული ვიყავი და სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ ამბიციურ პროექტს და რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

„იმის ნახვა, რომ ჩვენი დაუღალავი შრომა შედეგს იღებს, ძალიან დიდი სიამაყის და კმაყოფილების გრძნობას გიჩენს. მე მიყვარს ფეხბურთი და ბედნიერი ვარ, რომ ამ უდიდესი გუნდის წევრი ვარ.

„ჩვენ დაუღალავად ვმმუშაობთ, რომ ჩვენს საყვარელ გუნდს მსოფლიოში საუკეთესო სტადიონი ჰქონდეს და ქალაქის მერიის დახმარებით, ჩვენ ამ უდიდეს ნაბიჯს წინ ძალიან მოკლე დროში გადავდგამთ.“