Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გაზიდისი:“ მილანს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს“

როსონერის გენერალურმა დირექტორმა, ივან გაზიდისმა განაცხადა, რომ მილანს იტალიაში განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს.

„იტალიურ ფეხბურთს ევროპის წამყვან ჩემპიონატებში განვითარების ყველაზე დიდი რესურსი აქვს. მე ამბიციური და დიდი პროექტის ნაწილი ვარ და ამით ძალიან ვამაყობ.

„იტალიურ ფეხბურთში კი ყველაზე დიდი პოტენციალი მილანს აქვს, ანუ ჩვენ ვართ ჩემპიონატში, რომელსაც განვითარების  უდიდესი  რესურსი აქვს და გუნდში, სადაც ევროპის საუკეთესო ახალგაზრდები თამაშობენ.

„იტალიაში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. 10-15 წლის წინანდელი თამაშის სტილიდან ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა. მთელი იტალია კარგი მიმართულებით მიდის და სულ მალე სერია ა წამყვანი ჩემპიონატი გახდება.“