Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გაზიდისი:“ სუპერ ლიგის შექმნა ნაკლებად სავარაუდოა“

მილანის გენერალურმა დირექტორმა ევროპის სუპერ ლიგის შექმნის ალბათობაზე და ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა.

„ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეაზე საუბარი უკვე 20 წელზე მეტია მიდის, მაგრამ რეალურად ევროპულ ფეხბურთს განვითარების რამდენიმე გზა აქვს.

„არ მგონია, რომ ჩვენ ევროპის სუპერ ლიგას ვიხილავთ, ყოველშემთხვევაში არა იმ ფორმატით, როგორზეც ხალხი საუბრობს.“

გაზიდისმა მილანის განვითარებაზეც ისაუბრა.

„ჩვენ მომავლის ნათელი და პოზიტიური ხედვა გვაქვს. გვინდა, რომ თანამედროვე, ახალგაზრდული გუნდი ვიხილოთ, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს ახალ და მსოფლიოში საუკეთესო სტადიონზე ითამაშებს.

„ჩვენ გვაქვს სტადიონის პროექტი, რომელიც გასაოცარია და დარწმუნებული ვარ, რომ მისი დასრულების შემდეგ ის მთელს მსოფლიოში საუკეთესო იქნება.“