Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გაზიდისი:“ ტოპ გუნდს ერთ დღეში ვერ ააწყობ…“

მილანის გენერალურმა დირექტორმა გუნდის პროგრესზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

გაზიდისი მილანის გენერალურ დირექტორად 2018 წლის 5 ნოემბერს დაინიშნა და მილანის ბოლოდროინდელ წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.

„ჩვენ მოვედით გუნდში, რომელიც ძალიან რთულ ფინანსურ სიტუაციაში იყო. შემოსავლები ძალიან დიდი ხნის განმავლობაშ იგივე რჩებოდა მაშინ, როდესაც ხარჯები უფრო და უფრო იზრდებოდა და გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი განიცადა.

„ეს იყო სიტუაცია, რომელსაც ერთ დღეში ვერ გამოვასწორებდით, ტოპ გუნდს ერთ დღეში ვერ ააწყობ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ ვალდებულები ვიყავით, რომ ფინანსური ხარჯების შემცირებასთან ერთად გუნდის შედეგები გაგვეუმჯობესებინა, ეს მარტივი სულაც არ არის. ჩვენ რომ იუვენტუსის და ინტერის ნაბიჯებს მივყოლოდით, ჩვენ მათ ძალიან დიდი ხანი ვერ დავეწეოდით, რადგან ისინი გეგმას უკვე დიდი ხანია მიყვებიან.

„ამიტომ ჩვენ გუნდში ახალი იდეები მოვიტანეთ, შევქმენით ძალიან კარგი სკაუტების დეპარტამენტი და გვსურდა, რომ ყველაფერი ერთი კაცის ხელში ყოფილიყო, ამიტომ მალდინი გუნდში დავაბრუნეთ.

„ჩვენ კონცენტრაცია ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთეთ და მთელი მსოფლიოდან შესანიშნავი ტალანტები მოვიყვანეთ, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ შესანიშნავი მომავალი აქვთ.

„ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამ კატეგორიაში შედის. მისი ასაკის მიუხედავად, მას გუნდთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. ის ახალგაზრდულ გუნდს ლიდერობს და ეს მისთვის ახალი გამოწვევაა.

„ასევე უმნიშნელოვანესი იყო, რომ გუნდისთვის სწორი მწვრთნელი შეგვერჩია და ჩვენ სტეფანო პიოლი ვიპოვნეთ. პანდემიის შემდეგ გუნდი შესანიშნავად გამოიყურება, ჩვენ ვთამაშობთ დინამიკურ, აქტიურ ფეხბურთს და ჩვენ ამას ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვაკეთებთ.“