Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გალათასარაის ქომაგებს ლაციოსთან მატჩზე დასწრება აეკრძალათ

UEFA-ს გადაწყვეტილებით, გალათასარაის ქომაგები ევროპა ლიგაზე ლაციოსთან გასამართი მატჩისთვის რომში გამგზავრებას ვერ მოახერხებენ.

გალათასარაის ქომაგებს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მას შემდეგ მიესაჯათ, რაც თურქმა ულტრასებმა 30 სექტემბერს საფრანგეთში, მარსელის წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოედანზე გარკვეული საგნები ისროლეს, ტრიბუნებზე კი აკრძალული პიროტექნიკა გამოიყენეს.