Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გალეონე:“ ალეგრი სეზონის ბოლოს იუვენტუსში დაბრუნდება“

მაქს ალეგრის უახლოესი მეგობარის და მისი მენტორის  თქმით, სეზონის ბოლოს MAD MAX-ი იუვენტუსში დაბრუნდება.

„ჩემი აზრით, ალეგრის იუვენტუსში დაბრუნდება უკვე გადაწყვეტილია. ვიცი, რომ მან რამდენიმე საკმაოდ ამბიციური პროექტი უარით გაისტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით თავის მომავალზე არ საუბრობს, დარწმუნებული ვარ ის იუვენტუსს ჩაიბარებს.“

ამის გარდა ცოტა ხნის წინ SportMediaset-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ანდრეა პირლოს იუვენტუსიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია მიუხედავად იმისა, მოიპოვებს თუ არა ბიანკონერი ჩემპიონთა ლიგის საგზრუს.