Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გალეონე:“ მომდევნო სეზონში იუვენტუსი გამოკვეთილი ფავორიტია“

ცნობილი იტალიელი მწვრთნელის ჯოვანი გალეონეს აზრით, მომდევნო სეზონში სერია ა-ში იუვენტუსი ფავორიტი იქნება.

„ვფიქრობ, რომ იუვენტუსი აშკარა ფავორიტია. ინტერისთვის ანტონიო კონტეს წასვლა ძალიან დიდი დარტყმა იყო, რასაც ჰაკიმის და ახლა უკვე ლუკაკუს წასვლაც დაემატა და ვფიქროვბ, რომ მათი მაქსიმუმი ოთხეულისთვის ბრძოლა იქნება.

„ოთხეულისთვის ბრძოლაში ნაპოლი და მისი სპალეტი, მილანი, რომა, ლაციო და ატალანტაც სერიოზულად ჩაერთვებიან, ასე რომ შესანიშნავი შვიდეული კვლავ მოწინავე პოზიციებზე იქნებიან და მე რაიმე სიურპრიზს არ ველოდები.“