Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გალიანიმ დონარუმას მილანიდან წასვლაზე და სკუდეტოს ფავორიტებზე ისაუბრა

მილანის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ მიმდინარე სეზონში სკუდეტოს ფავორიტი გუნდები დაასახელა და დონარუმას მილანიდან წასვლაზე ისაუბრა.

„როგორც მილანის დიდი ქომაგი, იმედია სკუდეტოს როსონერი მოიგებს, მაგრამ სერია ა-ში ბევრი ძლიერი გუნდია, ინტერიმ რომა, ნაპოლი, იუვენტუსი, ატალანტა, ამიტომ რა თანმიმდევრობით დაასრულებენ ისინი ჩემპიონატს ჯერ რთული სათქმელია.

„დონარუმა ? მილანმა კარგად იმოქმედა და მისი შესანიშნავი შემცვლელი დაიმატა. ახლა მილანი ფინანსურად პსჟ-ს დონის გუნდს კონკურენციას ვერ გაუწევს.

„მე გამიმართლა, რომ სილვიო ბერლუსკონის მმართველობის დროს მომიწია მუშაობა და მქონდა საშუალება, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები გამეფორმებინა, ახლა ეს შესაძლებელი აღარ არის.“