Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გალიანი:“პირლო გიჟივით იცინოდა“

მილანის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პირლოს იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნვის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„როდესაც გავიგე,რომ ის იუვენტუსის მთავარ გუნდს ჩაიბარებდა,პირლოს მაშინვე დავურეკე და ის გიჟივით იცინოდა.

„ჩვენ ერთმანეთს 5 აგვისტოს შევხვდით,სადაც მონცა იუვენტუსის 19-წლამდელთა გუნდს ხვდებოდა და მე მას ვუთხარი,რომ წინ შესანიშნავი კარიერა ელოდა და ის ერთ დღეს დიდებული მწვრთნელი გახდებოდა.

„მე ვიცოდი,რომ ადრე თუ გვიან პირლო იუვეს ჩაიბარებდა,თუმცა ნამდვილად არ მეგონა,თუ ეს იმ დღიდან 3 დღეში მოხდებოდა.ეჭვიც არ მეპარება,რომ ის ისეთივე დიდი მწვრთნელი გახდება,როგორიც ფეხბურთელი იყო.მას ჯერ კიდევ თამაშის დროს ეტყობოდა,რომ ფეხბურთს განსხვავებულად ხედავდა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.