Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გალიანი:“ კესი ? მილანი ნებისმიერ ფეხბურთელზე დიდია, სერია ა ერთგვარი ტრამპლინი გახდა…“

ჯანლუკა დი მარციოსთან საუბრისას მილანის ყოფილმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მილანის კარგი სტარტი ? როსონერი შესანიშნავად გამოიყურება, სტეფანო პიოლი ძალიან კარგი მწვრთნელია, რომელმაც იცი, თუ როგორ გაუმკლავდეს სირთულეებს და გუნდის პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს.

„მილანს სკუდეტოსთვის ბრძოლის პოტენციალი ნამდვილად აქვს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, თუ რა მოხდა გასულ სეზონში, ტრავმებმა როსონერის სეზონს უდიდესი დაღი დაასვა და იმედი მაქვს, რომ იგივე აღარ განმეორდება.

„პიოლი ? გუნდის დატოვების შემდეგ, მე რჩევების მიცემისგან თავს ვიკავენ, მაგრამ როგორც მილანის ქომაგი, მე მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ.

„დონარუმა ? ჯიჯო და მისი ოჯახი ჩემი მეგობრები არიან, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ.

„კესი ? ფეხბურთი ბოლო პერიოდში ძალიან შეიცვალა. გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც იტალიური ფეხბურთი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მწვერვალი იყო, ახლა სერია ა უბრალოდ ტრამპლინია. იტალიურ გუნდებს არ შეუძლიათ იმავე თანხის შეთავაზება, რასაც ინგლისური გუნდები იხდიან, ამიტომ იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც მილანთან ემოციური კავშირი არ აქვთ, ინგლისში გადასვლა ბევრად მომგებიანია.

„კესი ძალიან კარგი ფეხბურთელია და იმედი მაქვს ის გუნდში დარჩება, მაგრამ მილანი ნებისმიერ ფეხბურთელზე დიდია და ნებისმიერის წასვლას გადაიტანს.“