Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გალიანი:“ ლოკატელის და პესინას გამო ძალიან ვწუხვარ…“

მილანის ყოფილი და დღეისათვის მონცას გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ აძურის ახალგაზრდა ვარსკვლავებზე ისაუბრა.

„რომელ ფეხბურთელებს ვაკვირდები ნაკრებში ? ჯიჯოს, ლოკატელის და პესინას ნახვისას ძალიან ბედნიერი და ამავდროულად დამწუხრებული ვარ. სამივე მათგანი ჩვენი აკადემიის აღზრდილია და ახლა არც ერთი როსონერის მაისურით არ თამაშობს. მე მათთან ემოციური კავშირი მაქვს.

„ჯიჯო უკვე შემდგარი ვარსკვლავია, რომელსაც წინ უდიდესი მომავალი აქვს. იგივეს თქმა შეიძლება პესინას და ლოკატელის შესახებ, რომლებიც ჩვენი აკადემიის პროდუქტია და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან მალე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებენ, მაგრამ სამწუხაროა, რომ არც ერთი მათგანი იმ გუნდის მაისურით აღარ თამაშობს, სადაც მათი კარიერა იწყებოდა.“