Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გალიანი:“ მუნტარის გაუქმებულმა გოლმა მილანის ისტორია შეცვალა“

მილანის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ადრიანო გალიარდინიმ განაცხადა, რომ როსონერის 2012 წელს სკუდეტო რომ მოეგო, ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას გაყიდვა არ მოუწევდა.

მილანმა 2011-12 წლების სეზონში სკუდეტო იუვენტუსს დაუთმო. იმ წელს სერია ა-ში გოლის ხაზის ტექნოლოგია არ იყო და სულეი მუნტარის გოლი უსამართლოდ გაუქმნდა, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია.

„მუნტარის გოლი უნდა ჩათვლილიყო და ჩვენ იმ სეზონში სკუდეტოს მოვიგებდით, რაც თავის მხრივ ისტორიას შეცვლიდა. ჩვენ ამის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას გაყიდვა მოგვიწია, ფეხბურთელების, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ.

„ყველაფერი სამართლიანად რომ მომხდარიყო, იუვენტუსის მაგივრად კარლოს ტევესს ჩვენ გავიფორმებდით და სკუდეტოს ზედიზედ 3-ჯერ მოვიპოვებდით.

„მეორე ყველაზე დიდი ტკივილი 2005 წლის ჩემპიონთა ლიგაა. ჩვენ იმ 6 წუთის გარდა, რომელშიც ლივერპულმა 3 გოლი გაგვიტანა, ვდომინირებდით და იმ მატჩშიც მსაჯები ჩვენს წინააღმდეგ იყოვნენ, შევჩენკოს გოლი არ უნდა გაუქმებულიყო.

„პირლო ? ის დიდი მწვრთნელი გახდება. როდესაც მე გავიგე, რომ მან იუვეს 23-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა, მე მას ვუთხარი, რომ ერთ დღეს ანდრეა იუვეს მთავარი მწვრთნელი გახდებოდა და 3 დღეში ასეც მოხდა. ჩვენ ის გუნდიდან ძალიან ადრე გავუშვით, თუმცა სამწუხაროდ მილანში ყოფნის პერიოდში უფრო დიდი იმედგაცრუებაც მახსოვს.“