Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გალიანი:“ რონალდო და რონალდინიო სიზარმაცის ეტალონები იყვნენ, თუმცა…“

მილანის ყოფილმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ რონალდოსა და რონალდინიოს შესახებ ისაუბრა.

„რონალდო და რონალდინიო სიზარმაცის ეტალონები იყვნენ. რონალდუ ჭამდა როდესაც უნდოდა, რასაც უნდოდა და რამდენსაც უნდოდა, ჭარბი წონის მიუხედავად, ის არანაირ დიეტას არ იცავდა.

„რონალდინიომ კი გასახდელში მატჩის წინ არც კი იცოდა, ვის წინააღმდეგ მოუწევდა თამაში, თუმცა ორივე მათგანი ახერხებდა, რომ თავისი გასაკეთებელი მოედანზე იდეალურად გაეკეთებინათ, ისინი შეუჩერებელნი იყვნენ.“