Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გალიარდინი:“ინტერი შახტართან სათამაშოდ მზად არის”

რობერტო გალიარდინიმ ევროპა ლიგის ნახევარფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც 17 აგვისტოს,23:00 საათზე გაიმართება.

„წინ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული თამაში გველოდება ძლიერ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ახლა მთელი ყურადღებით ვსწავლობთ.მათ ბევრი ინდივიდუალური ტალანტი ჰყავთ და მათ წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.

„გუნდს კარგი მომზადება მართებს და ჩვენ მოედანზე მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით უნდა გავაკეთოთ.ჩემი აზრით,შახტარს უფრო ტექნიკური და სწრაფი ფორვარდები ჰყავს,ვიდრე ლევერკუზენს და მათ ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

„90 წუთში ნებისმიერ გუნდს აქვს შანსი,რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეს.დიდი დრო გავიდა მას შემდეგ,რაც ინტერმა ევროპულ ტურნირებზე ნახევარფინალში ითამაშა,თუმცა ჩვენ გამოწვევებისთვის მზად ვართ.“

გალიარდინიმ თავისი ყოფილი გუნდის,ატალანტას ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვაზეც გააკეთა კომენტარი.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ.მათ მთელი გულით ვგულშემატკივრობდი,თუმცა საბოლოო ჯამში ატალანტას მაინც კარგი სეზონი გამოუვიდა.ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა,რომ კონცენტრაციის დაკარგვა არც ერთი წამით არ შეიძლება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.