Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გალიარდინის კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, რობერტო გალიარდინის კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა და ის ტორინოს წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

გალიარდინიმ ნაკრები მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ტესტი კორონა ვირუსზე საეჭვო იყო და ის მილანში დაბრუნდა, თუმცა დღეს განმეორებითმა ტესტმა აჩვენა, რომ 26 წლის ფეხბურთელს ვირუსი არ აქვს.