Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გალი:“ მენიოს დამსახურებით, დონარუმა აღარავის ახსოვს“

მილანის ყოფილმა კარის დარაჯმა ჯოვანი გალიმ მაიკ მენიოს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„მაიკ მენიომ მე ძალიან გამაკვირვა. ახალ ქვეყანაში, ახალ ჩემპიონატში და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს გუნდში გადახვიდე და ადაპტაცია ასე მოკლე დროში გაიარო, მარტივი ნამდვილად არ არის.

„მისი ფიზიკური მონაცემები, ელასტიურობა, თავდაჯერებულობა და ძალა უმაღლეს დონეზეა და ვფიქრობ, რომ მენიოს გუნდში ყოფნის გამო მილანის ბევრ ქომაგს დონარუმას დაკარგვა საერთოდ აღარ ახსოვთ.“