Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც რამდენიმე საათში თავისუფალი აგენტები გახდებიან

რამდენიმე საათში როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა გუნდებში არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ეწურებად და პარალელურად 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად იხსნება.

სერია ა-ში ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელები, რომელთა კონტრაქტებიც იწურება, ჯორჯო კიელინი, ელსეიდ ჰიუსაი და ფრენკ რიბერი გახლავთ.

ჯორჯო კიელინის იუვენტუსში დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და ის ტურინელებთან კონტრაქტს კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივებს.

განსხვავებული სიტუაციაა ფრანკ რიბერის, ელსეიდ ჰიუსაის და ნიკოლა მაკსიმოვიჩის შემთხვევაში.

ალბანელი უკანახაზელი ნაპოლის დატოვებს და ის დიდი ალბათობით მაურიციო სარის ლაციოში შეუერთდება.

ასევე დღეს ეწურება კონტრაქტი ჯიჯო დონარუმასაც, მაგრამ ეს უკვე ფორმალობაა, რადგან იტალიელმა კიპერმა პსჟ-სთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და მას გაოფიციალურებაღა აკლია.

Transfermarkt-მა იმ გამორჩეული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელთაც კონტრაქტი გუნდებთან დღეს ეწურებათ:

ლეო მესი (ბარსელონა)

ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი)

ელსეიდ ჰიუსაი (ნაპოლი)

სერხიო რამოსი (რეალი)

ნიკოლა მაკსიმოვიჩი (ნაპოლი)

ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი)

ჯოშუა კინგი (ევერტონი)

სტეფან იოვეტიჩი (მონაკო)

ნიკოლას ნ’კულუ (ტორინო)

ხუან მატა (მანჩესტერი)
დავიდ ლუისი (არსენალი)

გასტონ რამირესი (სამპდორია)

მატეო რიჩი (სპეცია)

ფრანკ რიბერი (ფიორენტინა)

ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი)