Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გამოძიება რონალდუს ტრანსფერსაც სწავლობს…

ტურინის პოლიცია იუვენტუსის ფინანსების შესწავლას განაგრძობს და როგორც ტურინული გრანდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, გამოძიება კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან მანჩესტერში ტრანსფერითაც ინტერესდება და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დაიკითხება.

პარალელურად კი გამოძიება იუვენტუსის წარმომადგენლების დაკითხვას განაგრძობს და დღეს იუვენტუსის 23-წლამდელთა გუნდის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა გამოიკითხა, თუმცა როგორც Gazzetta dello Sport-ი ირწმუნება, გამოძიებამ რაიმე სახის გამოსადეგი ინფორამციის მოპოვება ვერ მოახერხა.