Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

განსხვავებული ინფორმაცია კალიდუ კულიბალის ტრანსფერთან დაკავშირებით

იტალიური მედიის ერთი ნაწილი წერს, რომ კალიდუ კულიბალის ტრანსფერში პსჟ-ც ჩაერთო და მზად არის ნაპოლის მანჩესტერ სიტიზე სარფიანი წინადადება შესთავაზოს.

Sky Sport Italia-ს მტკიცებით, ფრანგული გუნდი მანჩესტერელების ინერტულობით სარგებლობას აპირებს და ნაპოლის ახალ წინადადებას უმზადებს.

თუმცა, SportItalia-ს ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, კულიბალის მანჩესტერ სიტიში გადასვლა გარდაუვალია და მისი აზრით, ეს ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება.

პედულას მტკიცებით, სიტი და ნაპოლი 70 მილიონ ევროზე უკვე შეთანხმდნენ, რასაც შემდგომში გარკვეული სახის ბონუსები დაემატება.

სიტი კულიბალის 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონში ბონუსებთან ერთად 12 მილიონ ევროს გადაუხდის.

Leave a Reply

Your email address will not be published.