Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

განსხვავებული ცნობები დალოტის მილანში დაბრუნებასთან დაკავშირებით

გუშინ Sky Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიოგო დალოტი მილანში დაბრუნებასთან ახლოს იყო და პორტუგალიელი ფეხბურთელი როსონერის კვლავ იჯარის წესით შეუერთდებოდა, თუმცა ამჯერად გამოსყიდვის პერსპექტივით.

თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანსა და მანჩესტერს შეთანხმებამდე ძალიან დიდი მანძილი აშორებთ. მხარეები უკვე რამდენიმე კვირაა მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ტრანსფერის ფორმულაზე ვერ თანხმდებიან.

წყაროს ცნობით, მანჩესტერი დალოტის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა სურს, რომ მის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო იყოს და არა პერსპექტივა, მილანი კი ასეთ პირობაზე ჯერჯერობით თანახმა არ არის.