Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გარონე:“ სამპდორია ბანკროტის პირას არის“

სამპდორიას ყოფილმა პრეზიდენტმა ედოარდო გარონემ გენუური გუნდის რთულ ფინანსურ სიტუაციაზე ისაუბრა.

„2019 წლიდან მოყოლებული, სამპდორიაში ძალიან რთული ფინანსური სიტუაციაა, რაც პრეზიდენტ მასიმო ფერეროსა და მისი საქმიანობის დამსახურებაა.

„ფერერომ ბოლო თვეებში სამპდორიას თაობაზე არაერთი წინადადება მიიღო, მაგრამ ის გუნდის გაყიდვაზე უარს ამბობს, რაც შესაძლოა ძალიან ცუდად დასრულდეს, რადგან სამპდორია გაკოტრების პირას არის.“