Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გარსია:“სარის კრიტიკა უსაფუძვლოა,მან გაიმარჯვა“

ლიონის მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ,სადაც ერთმანეთს იუვენტუსი და ლიონი ტურინში დაუპირისპირდებიან,საინტერესო თემებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ,რომ ლიონსა და იუვენტუსს შორის პირველ წრეში გამართული შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით,ანგარიშით 1 – 0 დასრულდა,განმეორებით მატჩი კი 7 აგვისტოს,23:00 საათზე გაიმართება.

„ბიანკონერის თამაშებს ხშირად ვუყურებდი.ვიცი,რომ ბევრი მათ თამაშს აკრიტიკებს,თუმცა იუვემ სერია ა 36 ტურის შემდეგ მოიგო,გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ.

„ბოლო ტურებში მათ ქულების მოპოვების სურვილი რომ ჰქონოდათ,ამას აუცილებლად გააკეთებდნენ.შეიძლება მათ საუკეთესო თამაში არ აჩვენეს,თუმცა იუვე კვლავ უძლიერესია.

„კრიტიკოსებს რა სურთ გაუგებარია.გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა,გამარჯვება მათ სისხლში აქვთ.

„იუვენტუსს ძალიან დატვირთული თვე ჰქონდა და დაღლილები არიან,ჩვენ კი პირიქით,უთამაშებლობის გამო ტემპი დავკარგეთ,ამიტომ ამ მხრივ ორივე გუნდი არც თუ ისე კარგ სიტუაციაშია.

„კარგი იქნებოდა,რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას გადაწყვეტილება ასე ნაჩქარევად არ მიეღო,ეს ფრანგულ ფეხბურთს ძალიან დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს.

„ჩვენ ძალიან ბევრი მილიონი დავკარგეთ და ყველა ფრანგულ გუნდს,პსჟ-ს გარდა,ფინანსების მოძიება მოუწევს,ანუ გუნდების ჩემპიონატების საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვა,რაც ლიგა 1-ის დონეს საგრძნობლად შეამცირებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.