Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გარსია:“ჩემს კარიერაში საუკეთესო მომენტია“

ლიონის ოლიმპიკის მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგიდან იუვენტუსის გამოგდების შემდეგ განაცხადა,რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო მომენტია.

„ეს კარიერაში გამორჩეული და ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია.ისეთი დიდი გუნდის გამოთიშვა,როგორიც იუვენტუსია,ნამდვილად გამორჩეული მოვლენაა.

„ჩვენ დღესაც დავინახეთ,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი.ჩვენ სახლში 1 – 0 გავიმარჯვეთ,დღეს კი პენალტიდან გავიტანეთ და წინ 2 ბურთით გავედით,თუმცა ვიცოდით,თუ სად ვიყავით და ვის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში.

„იუვენტუსის მიერ გატანილმა პენალტმა ყველაფერი შეცვალა.იტალიელები გოლის შემდეგ გააქტიურდნენ და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ,შემდეგ კი რონალდუმ ის შესანიშნავი გოლი გაიტანა,თუმცა ჩვენ პანიკაში არ ჩავვარდით და მშვიდად განვაგრძეთ თამაში,რაც ნამდვილად დასაფასებელია.

„სახლშიც და ტურინშიც კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ,თუმცა მეორე ტაიმებში ცოტა გაგვიჭირდა.დღეს იუვეს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და ეს სავსებით მოსალოდნელი იყო.

„იუვენტუსისთვის დიბალა დიდი დანაკლისია,თუმცა ჩვენ პსჟ-სთან თამაშის შემდეგ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ,რომ შესანიშნავი დაცვა გვყავს.

„მე ამ სტადიონზე ყოფნის გამოცდილება რომაში მუშაობის დღიდან მომყვება და ვიცი,თუ რაოდენ ძნელია აქ გამარჯვების მიღწევა,ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მომენტია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.