Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ასეთი მარცხი ყველაზე მტკივნეულია“

ატალანტა 89’ წუთამდე პსჟ-ს 1 – 0 ამარცხებდა,თუმცა დარჩენილ დროში 2 უპასუხო გოლი მიიღო და ჩემპიონთა ლიგას გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.


„ყველაზე ძალიან ის არის მტკივნეული,რომ ჩვენ ნახევარფინალამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებდა.

„საერთო ჯამში გუნდს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა როგორც სერია ა-ში,ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.ასეთი თამაშები გუნდის განვითარებას უწყობს ხელს.მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო იმ თავდადებისთვის,რასაც ისინი მთელი სეზონის მანძილზე აჩვენებდნენ.

„პსჟ-ს მსოფლიოში გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავთ და მათმა ინდივიდუალურმა ოსტატობამ ფრანგები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.ჩვენ რომ გოლი უფრო ადრე გაგვეშვა,გამოვარდნა ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა.

„დარწმუნებული ვარ,ბერგამოელები მაინც დიდი სითბოთი შეგვხვდებიან და წარმატებულ სეზონს ჩვენთან ერთად იზეიმებენ.დღეს სწორედ ის გავაკეთეთ,რასაც ისინი ჩვენგან ითხოვენ – ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ.

„მომავალ სეზონში ძალიან გაგვიჭირდება.ზედიზედ მეორე წელია,რაც ოთხეულში შევდივართ და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ვახერხებთ,თუმცა სატურნირო ცხრილში ისეთ გუნდებს ვუსწრებთ 10-12 ქულით,რომლებიც მომავალ სეზონში მინიმუმ ოთხეულისთვის იბრძოლებენ,თუმცა ჩვენ მზად ვართ.

„ჩვენ ყველა სეზონს ერთი მიზნით ვიწყებთ – მოვიპოვოთ მინიმუმ 40 ქულა და დავრჩეთ სერია ა-ში.დანარჩენი სასიამოვნო ბონუსია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.