გასპერინი:“ატალანტას საერთოდ არ ვჭირდები“

ჯან პიერო გასპერინიმ ლაციოსთან მოგების შემდეგ თავისი გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

თავად მწვრთნელი კი წითელი ბარათის გამო მატჩს თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა.

„თამაშის შორიდან ყურება სასიამოვნო სულაც არ არის.შენ არ შეგიძლია მატჩის მსვლელობაში ჩართული იყო და ფეხბურთელებს დარიგებები მისცე.

„ეს საკმაოდ რთული და ამავდროულად კარგი გრძნობა იყო,ვფიქრობდი,რომ მათ მწვრთნელი საერთოდ არ სჭირდებოდათ.მათ ზუსტად იცოდნენ,თუ როდის რა უნდა ექნათ.

„გუნდს თავდაჯერებულობა და საკუთარ ძალებში რწმენა უმაღლეს დონეზე აქვს.ისეთ სიტუაციაშიც კი,როდესაც ლაციოსნაირი გუნდი 2-ბურთიანი უპირატესობით გამარცხებს,მათ ცივსისხლიანობა შეინარჩუნეს და თამაშის შემოტრიალება მოახერხეს.


„ცუდად დავიწყეთ,რასაც კონცენტრაციის ნაკლებობას ვაბრალებ,თუმცა შემდეგ თამაშის სადავეები ხელთ ვიგდეთ და საოცარი შეხვედრა მოვიგეთ.ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი საჭირო კონდიციებში არ იმყოფება,ამიტომ ჩვენ კიდევ მოვუმატებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.