Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ატალანტა დაცვაში ჩაჯდომას არ აპირებს“

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა პსჟ-სთან მატჩის წინ საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა და თქვა,რომ ბერგამოელები დაცვაში ჩაჯდომას არ აპირებენ.

„ჩვენ უკან დახევა ვერც ერთმა მეტოქემ ვერ გვაიძულა და ამას არც ლისაბონში ვგეგმავთ. დღევანდელ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია,თუმცა ჩემთვის მთავარი ის არის,რომ ჩვენ თამაშის სტილი არ შევიცვალოთ და იდენტობა არ დავკარგოთ.ჩვენ ატალანტა ვართ!

„ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია,თუმცა ჩვენ გვსურს,რომ მას დაცვაში თამაში ვაიძულოთ.მბაპე?ჩემი აზრით ის დღეს ძირითადში იქნება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.