Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი“იუვესთან შეხვედრა მოგებული მეგონა…“

ატალანტას მთავარი მწვრთნელის თქმით,მას იუვენტუსთან თამაში უკვე მოგებული ეგონა,თუმცა რონალდუმ გეგმები აურია.

შეგახსენებთ,რომ ატალანტა იუვეს თამაშს 2-ჯერ უგებდა,თუმცა რონალდუმ ორივეჯერ პენალტით გაათანაბრა და შეხვედრაც 2 – 2 დასრულდა.

„იუვენტუსი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია,რომელიც სკუდეტოს კიდევ ერთხელ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია,მათ წინააღმდეგ ერთ დონეზე თამაში ნამდვილად კარგი შედეგია.

„ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.ერთადერთ რაზეც გული გვწყდება ის არის,რომ დამსხურებული 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ.

„სიმართლე რომ ვთქვა,თამაში უკვე მოგებული მეგონა და ერთი სული მქონდა,ბიჭებთან ერთად მეზეიმა,თუმცა რონალდუმ ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.