Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინიმ ატალანტასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ატალანტას თავკაცმა ჯან პიერო გასპერინიმ ქალღმერთებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა და სურვილის შემთხვევაში, მხარეებს მისი გაგრძელება კიდევ ერთი სეზონით შეეძლებათ.

იტალიელი სპეციალისტის მიმდიანრე კონტრაქტი, რომელიც ბერგამოელთა სათავეში 2016-17 წლების სეზონიდან დგას, მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, თუმცა მისი მიღწევების და შედეგების გამო ლა დეას ხელმძღვანელობას გასპერინის შენარჩუნება სურდა და სრულიად დამსახურებული კონტრაქტი გააფორმა.

გასპერინიმ ატალანტას თავკაცის ამპლუაში საერთო ჯამში 258 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 136-ჯერ იმარჯვა, 65 ფრედ დაასრულა და 57 წააგო.