Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“პსჟ-ს წინააღმდეგ მთელი იტალია იქნება“

ატალანტას მტავარი მწვრთნელი დარწმუნებულია,რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში ბერგამოელებს მთელი იტალია უგულშემატკივრებს.

„ჩვენ ხვალ ძალიან მნიშვნელოვან სტადიონზე მოგვიწევს თამაში,ეს ფენფიკას ტაძარია და ძალიან ვწუხვარ,რომ თამაშს ქომაგები ვერ დაესწრებიან.

„სერია ა-ში კარგი სეზონი გვქონდა და დადებითი ენერგიით ვართ დამუხტული,რაც ხვალინდელ შეხვედრაში გამოგვადგება.ატალანტა ევროპის საუკეთესო 8 გუნდში შევიდა,რაც სიამაყის გრძნობას გვაძლევს.

„ჯგუფურ ეტაპზე ზაგრების და შახტარის წინააღმდეგ ძალიან გაგვიმართლა,თუმცა შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ და დღეს აქ დამსახურებულად ვართ!

„ჩვენ ვწუხვართ,რომ იტალიური გუნდებიდან მხოლოდ ჩვენ შემოვრჩით.დარწმუნებული ვიყავი, რომ იუვენტუსი ლიონის გამოგდებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებდა…

„ნაპოლიმ ბარსელონასთან შესანიშნავად ითამაშა და მათ ტურნირი თავაწეულებმა დატოვეს.

„ვიცით,რომ მთელი იტალია ხვალ ჩვენ გვიქომაგებს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ჩვენ იტალიის ეროვნული ნაკრებივით ვართ და იმედი მაქვს,რომ იმედს არავის გავუცრუებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.