Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინის 3-კვირიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ შესაძლოა იტალიის თასის ფინალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვოს.

გამოცემა ANSA-ს ინფორმაციით, გასპერინიმ იმის გამო, რომ დოპინგ-ტესტის გასაკეთებლად მის ფეხბურთელს ვარჯიშის შეწყვეტა მოუწია, დოპინგ სისტემა და მისი წარმომადგენელი მწვავედ გააკრიტიკა და შეურაწყოფა მიაყენა, რის გამოც პროკურორმა იტალიელი სპეციალისტის 20-დღიანი დისკვალიფიკაცია მოითხოვა.

ამ საქმესთან დაკავშირებით მოსმენა 10 მაისს ჩაინიშნა და თუ მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა, გასპერინი იტალიის თასის ფინალს, რომელიც 19 მაისს არის ჩანიშნული, გამოტოვებს.