Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ჩემი თამაშის სტილი ინტერში მიუღებელი იყო“

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა ინტერში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა,რომ ნერაძურის ფილოსოფია და მისი თამაშის სტილი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.გასპერინი ინტერში 2011 წელს მივიდა.

„სანამ მე დამნიშნავდნენ,ინტერის ხელმძღვანელობა გუნდში მარსელო ბიელსას მიყვანას ცდილობდა.ეს ჩემთვის ახალი შესაძლებლობა იყო და რა თქმა უნდა დავთამხმდი.“

გასპერინიმ ინტერის მთავარი მწვრთნელის რანგში მხოლოდ 5 შეხვედრა გამართა,აქედან ვერც ერთის მოგება ვერ მოახერხა და ნოვარასთან 3 – 1 წაგების შემდეგ,გუნდიდან გაუშვეს.

„არ ვიცი ისინი ჩემგან რას ელოდებოდნენ,ჩემს თამაშის სტილს ვერ შევცვლი.თითოეულ მათგანს,კლუბის მფლობელსაც კი,თავიანთი სტილის შენარჩუნება სურდათ.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რომ მათ მე სეზონის ჩასამთავრებლად მიმიყვანეს.

„მე ფეხბურთელების გამოცოცხლება მინდოდა,თუმცა ისინი ზედმეტად ზარმაცები აღმოჩნდნენ იმისთვის,რომ მათთვის ახალი თამაშის სტილი ესწავლათ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.