Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ აიაქსი ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო“

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსთან გასამართი მატჩის წინ, რომელიც ხვალ, 00:00 საათზე დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა.

„ხვალინდელი შეხვედრა სამპდორიასთან მატჩისგან ძალიან განსხვავებული იქნება, ხვალ მაყურებელი უფრო გახსნილ და სანახაობრივ ფეხბურთს იხილავს.

„აიაქსი მოწინააღმდეგეს დიდი ძალებით უტევს და ჩვენ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში უმაღლეს დონეზე თამაში გვმართებს.“

ატალანტა საშინაო შეხვედრებს სან სიროზე ატარებდა, თუმცა სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ მათ უეფამ ბერგამოში თამაშის უფლება მისცა და ეს პატარა ქალაქი ევროპულ ფეხბურთს ხვალ პირველად უმასპინძლებს.

„ეს მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, თუმცა სამწუხაროდ უკვე მეორე სეზონი თამაშების გამართვა მაყურებლების გარეშე გვიწევს. ბერგამოში თამაში ძალიან დიდი მუხტი იქნება, მაგრამ გულშემატკივრების არყოფნა მაინც საწყენია.

„მსგავსება ატალანტასა და აიაქსს შორის ? აიაქსი ჩემთვის ყველაზე მისაბაძი გუნდია. ისინი ისეთ იდეებს მისდევენ, რომელიც მე ძალიან მომწონს, თუმცა ჩემი აზრით ტაქტიკური თვალსაზრისით ჩვენ ერთმანეთს არ ვგავართ.“

აიაქსს მარტენ დე რუნი დააკლდება, თუმცა გასპერინის აზრით გუნდში მისი შემცვლელები მრავლად არიან.

„დე რუნის არ ყოფნა ძალიან საწყენია, რადგან ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა ჩვენ მის გარეშე რამდენიმე მატჩი უკვე ჩავატარეთ და ატალანტა ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის.

„მირანჩუკი ? მან ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ მზად არის.“

გასპერინიმ სამპოდრიასთან 3 – 1 მარცხზეც ისაუბრა.

„ფეხბურთში ხან მოიგებ, ხან წააგებ. მთავარი ის არის, რომ შეხვედრის შემდეგ საჭირო დასკვნები გამოიტანო, იგივე შეცდომები აღარ გაიმეორო და მომდევნო მატჩზე გადაერთო.“

აიაქსმა კი თავის მხრივ ვენლოს ერედივიზიაში 13 – 0 სძლია

„აიაქსი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც ექსპერიმენტების ჩატარება და სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენება უყვარს, თუმცა ჩემპიონთა ლიგა სხვა დონის ტურნირია. ხვალ ორი დაბალანსებული გუნდი შეხვდება ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ საინტერესო მატჩი გამოვა.“