Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ ატალანტამ განვითარება უნდა განაგრძოს“

ჯან პიერო გასპერინიმ დაადასტურა, რომ ალეკსეი მირანჩუკი ილიჩიჩის შემცვლელი იქნება, რადგან სლოვენიის ნაკრების ფეხბურთელი ოჯახური პრობლემების გამო ფეხბურთის თამაშს ვერ ახერხებს და შესაძლოა, მან კარიერა საერთოდ დაასრულოს.

„ჩვენ გვინდა, რომ მიღწეული შედეგებით არ დავკმაყოფილდეთ და კიდევ უფრო გავიზარდოთ და მაღალ დონეზე ავიდეთ. ბევრი ამბობდა, რომ ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოგება იყო, თუმცა ასეთი მიზნების დასახვა ატალანტას ჯერჯერობით არ შეუძლია.

„მთავარი ის არის, რომ გუნდმა გამარჯვების და განვითარების სურვილი არ დაკარგოს. წინასწარ მომავალი სეზონის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჯერ ისიც კი არ ვიცით, რამდენად დატვირთული კალენდარი გვექნება და შეძლებენ თუ არა გულშემატკივრები თამაშზე დასწრებას.“

ილიჩიჩი უკვე რამდენიმე თვეა გუნდთან ერთად აღარ იმყოფება და არც წინა-სასეზონო შეკრებაზე არ გამოცხადდა.

„ჯერჯერობით ილიჩიჩი გუნდის ნაწილი აღარ არის, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ის დაბრუნდება. მის შემცვლელად ჩვენ მირანჩუკი გავიფორმეთ, თუმცა ილიჩიჩი გუნდისთვის  უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მის შემცვლელს ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე ვეძებდით, რადგან ერთ ფეხბურთელზე მთელი სეზონი დამოკიდებული ვერ ვიქნებოდით, თუმცა ახლა, როდესაც ილიჩიჩის მომავლაი გაურკვეველია, ჩვენ მირანჩუკის სტილის ფეხბურთელი აუცილებლად გვჭირდებოდა.

„რუსი ახალგაზრდა და ნიჭიერია, თუმცა სამწუხაროდ მას ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდება.“

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ატალანტას იუვენტუსის ცენტრალური მცველის, რომეროს გაფორმება სურს.

„რომერო ჯერჯერობით ჩვენი ფეხბურთელი არ არის, თუმცა გუნდებს შორის მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს. ჩვენ წინ ურთილესი სეზონი გველოდება და გუნდის შემადგენლობა აუცილებლად უნდა გავაღრმავოთ.

„იმასაც გეტყვით, რომ შემადგენლობის ხშირი ცვლილების მომხრე მე არ ვარ, თუმცა როდესაც 2-3 დღეში ერთხელ თამაში გიწევს, სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს…“

Leave a Reply

Your email address will not be published.