Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ ატალანტამ თავისი ფეხბურთის სტილი იდეალურად წარმოაჩინა“

ატალანტამ ლივერპულზე საშინაო მარცხის გამო შური იძია, მეტოქე ენფილდზე, ანგარიშით 2 – 0 სრულიად დამსახურებულად დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ცნობისთვის, ატალანტა მეორე იტალიური გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის დამარცხება ენფილდზე მოახერხა, პირველად ეს ფიორენტინამ, 2009 წელს გააკეთა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ასეთი გუნდის საკუთარ მოედანზე დამარცხება და უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვება ძალიან სასიხარულოა.

„ჩვენ დღეს იდეალურად ვითამაშეთ და ჩვენი ფეხბურთის ხედვა მაქსიმალურად დადებითად წარმოვაჩინეთ. ლივერპულმა მოედანზე თავისი დიდი ვარსკვლავები გამოიყვანა, თუმცა ჩვენ მეორე გოლის გატანა და თამაშის მოკვლა მოვახერხეთ.

„გუნდმა გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე ბერგამოში გამართულ მატჩში. ბურთი უფრო სწრაფად მოძრაობდა, ტექნიკურად უფრო გამართულად ვმოძრაობდით და უფრო ზუსტები ვიყავით.“

ლივერპული ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, ატალანტას და აიაქსს კი 7-7 ქულა აქვთ.