Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ ატალანტა თავდაჯერებულია“

ჯან პიერო გასპერინიმ ვილიარეალთან გადამწყვეტი მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

ატალანტას წინ უმნიშვნელოვაენსი მატჩი ელოდება, რომელშიც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასასვლელად ესპანელების დამარცხება მოუწევთ.

„ვილიარეალი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ევროპა ლიგა მოიგო.

„მათ ესპანეთის ჩემპიონატში გარკვეული სირთულეები აქვთ, მაგრამ მათ ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ, რომელსაც სირთულეების შექმნა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია და ვიცით, რომ წინ რთული შეხვედრა გველოდება.

„ატალანტა ბოლო პერიოდში ფორმაში შევიდა, მაგრამ მოედანზე ყველაფერი 0-0-დან იწყება და ერთ მომენტს შეუძლია ყველაფერი გადაწყვიტოს, თუმცა ჩვენ ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნბულები ვართ და მოედანზე თავდაჯერებულები გავალთ.“