Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ ატალანტა მოედანზე მოსაგებად გავა“

ჯან პიერო გასპერინიმ აიაქსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ბერგამოელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქულაც ყოფნით.

„ძალიან რთულია, როდესაც ასეთ სიტუაციაში ხარ. ეს შეხვედრა 0 – 0 არ დასრულდება, რადგან ეს არც ერთი გუნდის მენტალობაში არ ზის.

„ორივე ჩვენგანს გვირჩევნია, რომ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს, ჩვენ ყველა შანსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

„თუ ჩვენ დაცვაში ჩავჯდებით და საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ვიზრუნებთ, ატალანტა მომდევნო ეტაპზე ვერ გავა. ჩვენ მოედანზე მოსაგებად და გოლების გასატანად გავალთ.“