Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ ატალანტა საშუალებას მაძლევს, ჩემი იდეები მოედანზე ავასრულო“

ჯან პიერო გასპერინიმ ნაპოლისთან მატჩის შესახებ ისაუბრა.

„იუვენტუსის და ნაპოლის დამარცხება მარტივი არ არის. ვფიქრობ, რომ ნაპოლის წინააღმდეგ გამარჯვება კიდევ უფრო სასიამოვნო იყო, რადგან ჩვენ ვმარცხდებოდით და სტუმრად უძლიერეს გუნდთან თამაშის შემოტრიალება მოვახერხეთ.

„სკუდეტო ? ახლა ჩვენი მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზეა გადატანილი, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება. სერია ა-ში ჯერ ძალიან ბევრი ტურია დარჩენილი.

„ვიცი, რომ ხალხს სკუდეტოზე საუბარი უყვარს, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ჩვენ ცხრილის სათავეში არასოდეს ვყოფილვართ. როდესაც იქ მივალთ, მაშინ ვიტყვი, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია.

„ინტერი, ნაპოლი და მილანი დიდებულ სეზონს ატარებენ, ამიტომ ახლა სკუდეტოზე საუბარს აზრი არ აქვს. მე ამ სიტყვებით უკან დახევას არ ვცდილობ, ეს უბრალოდ ფაქტებია, რომელსაც ვერსად გავექცევით.

„ტაში ქომაგების მხრიდან ? ნაპოლიმ და ატალანტამ ქომაგებს კარგი სანახაობა აჩუქა და ჩვენ მადლიერები ვართ იმ შესანიშნავი გარემოს გამო, რომელიც ამ დიდებულ სტადიონზე დაგვხვდა.

„ჩვენი თამაშის სტილი ? ატალანტა და თითოეული ფეხბურთელი საშუალებას მაძლევენ, რომ ჩემი იდეები მოედანზე გადავიტანო, რის გამოც მათ მადლობას ვუხდი.“