Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ ატალანტა სკუდეტოზე არ ფიქრობს“

ატალანტას თავკაცმა ჯან პიერო გასპერინიმ უდინეზესთან გამარჯვებასა და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„კორონა ვირუსის გამო, ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში გაურკვევლობაში ვიყავით და არ ვიცოდით, ვითამაშებდით თუ არა, თუმცა საბოლოოდ მატჩი გაიმართა და ყველაფერი კარგად დასრულდა.

„ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, 6 გოლი გავიტანეთ და მეტიც შეგვეძლო, მაგრამ ბიჭებს მადლობას ვუხდი, რომ მოედანზე თითოეული მათგანი კონცენტრირებული გავიდა და თავისი საქმე შესანიშნავად შეასრულა.

„ინტერთან მატჩი ? ეს ძალიან მაღალი დონის დაპირისპირება იქნება, ნერაძური მოქმედი ჩემპიონია, რომელსაც დიდებული პირველი წრე ჰქონდა. ისინი კვლავ ფავორიტები არიან.

„სკუდეტო ? ჩვენ სკუდეტოზე არ ვფიქრობთ, ჩვენი მიზანი კვლავ ოთხეულში ყოფნა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.“