Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

გასპერინი:“ ატალანტა წელს უფრო ძლიერია“

ჯან პიერო გასპერინიმ ტორინოს დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ბერგამოელებს წელს უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.

ატალანტამ ტურინული გუნდი 4 – 2 დაამარცხა, გოლები პაპუ გომეშმა, ლუის მურიელმა, ჰანს ჰატობერმა და მარტენ დე რუნმა გაიტანეს.

„ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით, თუმცა 3 – 2- ის შემდეგ მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალება მიეცა, რაც მომავალში აღარ უნდა განმეორდეს და ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

„ვართ თუ არა სკუდეტოს მოგების ერთ-ერთი ფავორიტები ? ჩვენ გამოწვევებს არ ვუშინდებით, თუმცა ჩვენი მიზანი სკუდეტო არ არის. სერია ა-ს დონემ საგრძნობლად მოიმატა და წინასწარ ასეთი დიდი მიზნების დასახვა არარეალურია.

„დროთა განმავლობაში გამოჩნდება, თუ რა მიზნებისთვის საბრძოლველად არის გუნდი მზად და რა ფორმაში არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები.

„გასულ სეზონში, სერია ა-ს დასრულებამდე ხუთი თუ ექვსი ტურით ადრე იუვენტუსი რომ დაგვემარცხებინა, სკუდეტოს მოგების შანსი გაგვიჩნდებოდა.

„ჩემი აზრით, ჩვენ იმაზე უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე შარშან ვიყავით. ატალანტა საკუთარ ძალებში უფრო მეტად არის დარწმუნებული, თუმცა ამან გონება არ უნდა აგვირიოს. შემადგენლობის მხრივ ძალიან კარგი დანამატი მივიღეთ, რაც სხვადასხვა პოზიციებზე უფრო მეტ არჩევანს გვაძლევს.

„თუ მოვახერხებთ, რომ ილიჩიჩს ძველი ფორმა მოკლე დროშ დავუბრუნოთ, ეს გუნდს ძალიან წაადგება.

„მიუხედავად იმისა, რომ სეზონისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონია, ჩვენ კარგად ვიმუშავეთ და როგორც გამოჩნდა, სეზონს მომზადებულები შევხვდით. დღეს ჩვენ უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით და ამის გაკეთება მარტივი არ არის.“