Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ გაგვიმართლა, რომ VAR-ი კარგად მუშაობს…“

ატალანტამ დაძაბულ ბრძოლაში კალიარის 90’ წუთზე ლუის მორიელის ერთადერთი გოლით მოუგო და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.

მატჩის დროს მსაჯმა კალიარის სასარგებლოდ 11-მეტრიანი დანიშნა, თუმცა VAR-მა ის გააუქმა და შეხვედრა 1 – 0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გასპერინიმ გააკეთა:

„დღეს ძალიან გაგვიმართლა, რომ VAR-ის სისტემა არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩი განსხვავებული სცენარით განვითარდებოდა.

„დღეს ძალიან დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ, კალიარი ძალიან ორგანიზებულად თამაშობდა. მათმა ფიზიკურობამ და აგრესიამ დიდი პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა მურიელის დიდებულმა ქმედებამ 3 ქულის მოპოვების საშუალება მოგვცა.“

კოლუმბიელი ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფორმაშია, თუმცა გასპერინი მას ძირითად შემადგენლობაში მაინც არ აყენებს.

„მურიელი მოედანზე ძალიან ბევრ დროს ატარებს, ეს კითხვა უბრალოდ იმიტომ გიჩნდებათ, რომ ის მატჩში სკამიდან ერთვება. ის დიდებული ფეხბურთელია და გასაკვირი სულაც არ არის, რომ მისით იუვენტუსი და სხვა გრანდები ინტერესდებიან.”

10 დღეში ატალანტას ჩემპიონთა ლიგაზე რეალთან უწევთ თამაში, შემდეგ კი კოპა იტალიას ფინალში იუვენტუსს დაუპირისპირდებიან.

„ამ მატჩებზე ფიქრს ხვალიდან დავიწყებთ. იქამდე ნაპოლისთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო ამ თემაზე ჯერ ვერ ვიმუშავეთ.

„რეალი ახლა არც თუ ისე კარგ ფორმაშია, თუმცა ყველამ კარგად იცის, თუ რა დონის ფეხბურთელები ჰყავთ მათ შემადგენლობაში, ამიტომ წინ ბევრი სამუშაო გველოდება.

„ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. რა თქმა უნდა, მისი მოგება წარმოუდგენელია, თუმცა იქ ჩვენ კარგ გამოცდილებას ვიღებთ, რომელიც შემდგომში სერია ა-ში გამოგვადგება.

„რაც ყველაზე მთავარია, ატალანტამ განვითარება უნდა გააგრძელოს. გუნდმა ძალიან კარგი ინვესტიციები განახორციელა და ჩვენ ძალიან კარგ ფინანსურ სიტუაციაში ვართ მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვან გუნდებს ძალიან ბევრი ვალი აქვთ.“