Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ განსხვავებულ მატჩს ველოდები“

ჯან პიერო გასპერინიმ კოპა იტალიაზე ნაპოლისთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემი აზრით, ხვალ პირველი მატჩისგან რადიკალურად განსხვავებულ შეხვედრას ვიხილავთ. ხვალ ჩვენ გადამწყვეტ მატჩს ჩავატარებთ, რომელშიც ფინალისტის ვინაობა გაირკვევა, ამიტომ ორივე გუნდი უფრო კონცენტრირებული და მოტივირებული იქნება.

„ჩვენ პირველ ტურში უკვე ყველას დავანახეთ, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ და ისეთ შესანიშნავ გუნდსაც კი, როგორიც ნაპოლია, ჩვენი დამარცხება უჭირს.

„სერია ა-ში ტორინოსთან შეხვედრის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ მეტოქეებს უბრალოდ ქულები ვაჩუქეთ.

„საბედნიეროდ თამაში ყოველ 3 დღეში ერთხელ გვიწევს და ხვალ გვექნება იმის შანსი, რომ ეს შეხვედრა დავივიწყოთ.

„ნაპოლისთან დაპირისპირება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან თასის ფინალში თამაშის შესაძლებლობა ყოველდღე არ გეძლევა.“