Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ გოსენსი შესაძლოა იუვენტუსთან მატჩისთვის დაგვიბრუნდეს“

ჯან პიერო გასპერინიმ იანგ ბოისთან პრეს-კონფერენცია გამართა და ტრავმირებული რობინ გოსენსის მოედანზე დაბრუნება დააანონსა.

„სამწუხაროდ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით იმ თამაშს და შედეგებს ვერ ვაჩვენებთ, რომელიც გვსურდა, თუმცა იანგ ბოისთან სიტუაციის გამოსწორების საშუალება გვაქვს და ამიტომ ჩვენ ამ მატჩში გამარჯვება აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ.

„ჩვენ ამ შეხვედრაში 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ, რომ ბოლო შეხვედრის წინ ყველაფერი ჩვენს ხელში იყოს და მომდევნო ეტაპზე გასვლა სხვა მატჩის შედეგზე არ იყოს დამოკიდებული.

„ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა პირველი მატჩისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, რადგან ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება და თუ ბერგამოში იანგ ბოისი ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობდა, ახლა უფრო შეტევაზე ორიენტირებული შეხვედრის ჩატარება მოუწევს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ნაჩვენები თამაშის მიხედვით იმაზე მეტი ქულა დავიმსახურეთ, ვიდრე რეალურად გვაქვს, მაგრამ საბედნიეროდ ჯერ კიდევ ყველაფერი ჩვენს ხელშია და სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა გვაქვს.

„გოსენსი ? მისი სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ იუვენტუსთან მატჩში ის გუნდის განაცხადში იქნება.“