Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ ეს მატჩი როგორც მილანისთვის, ასევე ატალანტასთვის ძალიან მნიშნელოვანია“

ჯან პიერო გასპერინიმ მილანთან მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის რობინ გოსენსის გარეშე მოგვიწევს, რაც ძალიან დიდი დანაკლისია. მას მუხლზე საკმაოდ რთული დაზიანება აქვს, მაგრამ ჩვენ გუნდში მაელე და პეცელა გვყავს, ამიტომ გოსენსის შემცვლელების ძებნას არ ვაპირებთ.

„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ინტერისა და იანგ ბოისის წინააღმდეგ გამართული ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩების შემდეგ, ჩვენ ახლა თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობთ.

„ხვალ ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდს დავუპირისპირდებით და ეს შეხვედრა როგორც ატალანტასთვის, ასევე მილანისთვის ძალიან მნიშნელოვანი იქნება. მე შეტევაზე ორიენტირებულ მილანს ველოდები, სტეფანო პიოლის დამსახურებით ისინი საგრძნობლად გაძლიერდნენ და ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებს კარგი სანახაობა ელოდებათ.“