Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ თამაში ერთი კუთხურის გამო წავაგეთ“

ჯან პიერო გასპერინიმ ინტერთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„100-ჯერ რამის შეცვლის საშუალება რომ მქონდეს, მე არაფერს შევცვლიდი. გუნდმა კარგად ითამაშა როგორც პირველ, ასევე მეორე ნახევარში.

„ჩვენ დღეს თამაში ერთი კუთხურის, ერთი ეპიზოდის გამო დავთმეთ, თუმცა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათ ქების მეტი არაფერი ეკუთვნით.“